Tourism Products Development Agency
ADJARA.TRAVEL GOBATUMI.COM
GEO Eng Rus

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ა(ა)იპ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო შეიქმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ და ფუნქციონირებს 2015 წლიდან  ( ყოფილი ა(ა)იპ ბათუმის ტურისტული სააგნეტო ). სააგენტოს ძირითადი მიზანია ტურისტული პროდუქტების შექმნა და განვითარება, საინფორმაციო ცენტრების მართვა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.

2015 წლიდან ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აქტიურად მუშაობსსამთო ტურიზმისა და საზღვაო ზოლს მიღმა არსებული ტურისტული პოტენციალის ათვისება - განვითარებაზე, რომელიც გულისხმობს მარშრუტების მარკირებას, გამრავალფეროვნებას და მათზე  დამატებითი ტურისტული სერვისების დანერგვა - განვითარებას,საინფორმაციო დაფების, ნიშნულების, ველოსადგომების დამონტაჟებას; ასევე მარშრუტების რუკების შექმნას და ინტეგრირებას ელექტრონულ სისტემებში, თემატური ღონისძიებების და ფესტივალების ორგანიზებას, მარშრუტების უშუალოდ დაკავშირებას საოჯახო სახლებთან, მათ წახალისებას, ტრენინგებსა და რეკომენდაციებს.

სააგენტო  ახორციელებს ტურისტული საინფორმაციო ბაზის წარმოებას და მუდმივ განახლებს.  მართავს ცხრა ტურისტული საინფორმაციო ცენტრს (ოთხი ქალაქში და ხუთი რეგიონის  მუნიციპალიტეტებში) სადაც ტურისტს შეუძლია მიიღოს საჭირო ინფორმაცია და სერვისები.

ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ჩართულია რეგიონში მიმდინარე ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებულ პროექტებში სხვა უწყებებთან ერთად, თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მონაწილეობას ღებულობს მთის ტურიზმის სხვადასხვა თემატიკის კონფერენციებსა და სემინარებში.

ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მართვა

აჭარაში მოქმედებს 9 ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, სადაც ტურისტსშეუძლია სრულყოფილი ინფორმაციის მიღება აჭარის ღირშესანიშნაობების, განთავსების, კვების ობიექტებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

ტურისტული რუქები

სააგენტო ყოველწლიურად ანახლებს ბათუმის, ქობულეთის და აჭარა-საქართველოს ტურისტული რუკებს, რომლებზეც მონიშნულია ძირითადი ტურისტული ობიექტები და ღირსშესანიშნიშნაობები. რუკები გაიცემა უფასოდ.

ბათუმი-აჭარის გზამკვლევი

გზამკვლევი სამენოვანი, ტურისტების საჭიროებებზე მორგებული პროდუქტია. მოიცავს დეტალურ ინფორმაციას აჭარაში დასვენებისა და მოგზაურობის შესახებ, მისი განახლება ხდება ყოველწლიურად და გაიცემა უფასოდ.

ბათუმის ფასდაკლების ბარათი

ვაუჩერების წიგნაკი, რომელშიც თავმოყრილია აჭარაში მდებარე 40-მდე ტურისტული ობიექტის მიერ შემოთავაზებული ფასდაკლების კუპონები, თან ახლავს 10 სამგზავრო ბილეთი და სიმ ბარათი 1 ლარით ანგარიშზე.

მარშრუტების რუკები

სააგენტო ქმნის მარშრუტების ინდივიდუალურ რუკებს, რომელზეც დატანებულია მარშრუტზე არსებული ყველა ტურისტული, განთავსების და კვების ობიექტი კონტაქტებით და მოგზაურობისთვის საჭირო სხვა პრაქტიკული ინფორმაციით.

ფლაერების განთავსების სერვისი

აეროპორტის გარდა,ყველა ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში გამოყოფილია სპეციალური სტენდები,სადაც ნებისბიერ კომპანიას შეუძლია თავისი სარეკლამო ფლარების განთავსება. სერვისი ფასიანია.

ვიდეორგოლის განთავსების სერვისი

ქალაქის სამ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში ბულვარში, საბაგიროსთან და სარფში სპეციალურად დამონტაჟებულ მონოტორებზე შესაძლებელია სარეკლამო ხასიათის ვიდეორგოლის გაშვება.სერვისი ფასიანია.

ადგილობრივი პროდუქტის პოპულარიზაცია-სუვენირები

ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში,აეროპორტის გარდა, ტურისტებს შეუძლიათ შეიძინონ ქართული პროდუქცია-ადგილობრივი წარმოების ღვინო, თაფლი, სუვენირები, საფოსტო მარკები და სხვა.

საინფორმაციო ბაზის წარმოება

სააგენტომუდმივად ახორციელებს საინფორმაციო ბაზის განახლებას და საინფორმაციო ცენტრებისა და ცხელი ხაზის მეშვეობით უზრუნველყოფს ტურისტებს მათთვის საჭირო ინფორმაციით აჭარაში მოგზაურობის ან დასვნების შესახებ.

ობიექტებისა და სერვისების რეგისტრაცია

აჭარაში მოქმედ ნებისმიერ ტურისტულ ობიექტს შეუძლია სრულიად უსასყიდლოდ დარეგისტრირდეს ჩვენს საინფორმაციო ბაზაში აქვე, ჩვენს ვებ-გვერდზე ან ესტუმროს რომელიმე ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს.

ტურისტული საინფორმაციო ცხელი ხაზი

ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში მოქმედებს ცხელი ხაზი-577 90 90 93, რომელიც 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი, ასევე ელ.ფოსტა ticbatumi@gmail.comდა სკაიპი T.I.C. Batumi.

ფესტივალების ორგანიზება

სააგენტო წლის განმავლობაში ორგანიზებას უწევს ფესტივალებს: ზაფხულის ფესტივალი, გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი, სოფლის ტურიზმის ფესტივალი ,,განდაგანა“ და ზამთრის ფესტივალი კურორტ ,,გოდერძი“-ზე.

კონფერენციის ორგანიზება

სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში უკვე ორჯერ ჩატარდა. კონფერენციაშიმონაწილეობენუცხოელი დაქართველიექსპერტები, საოჯახოსახლებისმეპატრონეები, ტურისტულისააგენტოები, სოფლისდაეკოტურიზმისწარმომადგენლები.

ნიშნულები და საინფორმაციო დაფები

სააგენტო ახდენს საზღვაო ზოლს მიღმა არსებული ტურისტული პოტენციალის შესწავლას, მარშრუტების მარკირებას, საინფორმაციო დაფების და მანიშნებლების დამონტაჟებას. აჭარაში უკვე 15 მარკირებული ტურისტული მარშრუტია.

საინფორმაციო სტენდები

აჭარაში 80-მდე ტურისტულ ობიექტშიაგანთავსებული ტურისტული საინფორმაციო სტენდები, ტურისტებისთვის აჭარის შესახებ საინფორმაციო მასალის მუდმივად ხელმისაწვდომისადა მოგზაურობის გაადვილების მიზნით.

გაცნობითი ტურები

სააგენტო მუდმივად ახორციელებს საინფორმაციო გაცნობით ტურებს ტურისტული სააგენტოებისა და გიდებისათვის, რაც მიზნად ისახავს მათთვის რეგიონში არსებული ახალი ტურისტული ობიექტისა და სერვისების გაცნობას.

ტრენინგები

სერვისის გაუმჯობესების მიზნით, სააგენტო მუდმივად ახორციელებს საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლების გადამზადებას. ასევე ტრენინგები უტარდებათ მთიანი აჭარის საოჯახო სახლის მეპატრონეებს და გიდებს.

საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა

სააგენტო 2016 წლიდან არის ევროპის სოფლის ტურიზმის ასოციაციის ,,ევროჟიტების“ წევრი და ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას მათ მიერ დაგეგმილ კონგრესებსა და სამუშაო შეხვედრებში.

გამოფენებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა

სააგენტო ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, სადაც წარადგენს აჭარის ტურისტულ პოტენციალს.

სააგენტოს დებულება

მოკლე აღწერა

სააგნეტოს სტრუქტურა

მოკლე აღწერა

სააგენტოს საქმიანობის ანგარიშები

ა(ა)იპ ტურისტული პროდუქტების განვითარების საააგნეტოს 2018 წლის საქმიანობის ანგარიში

ა(ა)იპ ტურისტული პროდუქტების განვითარების საააგნეტოს 2017 წლის საქმიანობის ანგარიში

ა(ა)იპ ტურისტული პროდუქტების განვითარების საააგნეტოს 2016 წლის საქმიანობის ანგარიში

ა(ა)იპ ტურისტული პროდუქტების განვითარების საააგნეტოს 2015 წლის საქმიანობის ანგარიში